აღსანიშნავია, რომ გასული წლის სიის ათეულში უოლბერგი მე-10 პოზიციაზე ადამ სენდლერთან ერთად იმყოფებოდა, უკანასკნელ წელიწადში კი ფინანსურად უდიდესი პროგრესი განიცადა.
გასული წლის პირველადგილოსანი დუეინ ჯონსონი „ფორბსის“ წლევანდელ სიაში მეორე ადგილს დასჯერდა. ათეულში ასევე მოხვდნენ ოთხი აზიელი კინოვარსკვლავი.
2017 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ მამაკაცთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
- მარკ უოლბერგი - 68 მილიონი $
- დუეინ ჯონსონი - 65 მილიონი $
- ვინ დიზელი - 54.5 მილიონი $
- ადამ სენდლერი - 50.5 მილიონი $
- ჯეკი ჩანი - 49 მილიონი $
- რობერტ დაუნი უმცროსი - 48 მილიონი $
- ტომ კრუზი - 43 მილიონი $
- შაჰ რუხ ხანი - 38 მილიონი $
- სალმან ხანი - 37 მილიონი $
- აკშაი კუმარი - 35.5 მილიონი $