„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
TASS - მდედრი მურა დათვი თავის ბელებთან ერთად კამჩატკაზე მდებარზე კრონოცკოეს ტბაში თევზს შეექცევა.
დევიდ გოლდმანი - კანადის არქტიკულ არქიპელაგში პოლარულმა დათვმა შეჭმული სელაპის ნარჩენები თოლიებს დაუტოვა.
Alamy - კალიფორნიული ბუჩქნარის ჩხიკვი (Aphelocoma californica) ანჯელის კუნძულზე, კალიფორნია.
Alamy - ავსტრალიური ფერადი ლორიკეტი (Trichoglossus haematodus) მარჯნის ხის იგივე ერითრინას ყვავილზე თავდაყირა ზის.
ტომი პედერსენი - იშვიათი თეთრი ლოსი გუნარსკუგში, ვერმლანდის ოლქი, შვედეთი. ქვეყანაში ასამდე თეთრი ლოსი ბინადრობს.
იენს მაიერი - გეორგინაზე მჯდარი ფუტკარი გერმანიის ქალაქ ერფურტში არსებულ მცენარეების გამოფენაზე.
ბიჯუ ბორო - ინდური მარტორქები წყალდიდობისას პობიტორას ნაკრძალში.
რობერტო გარსია-როა - ბაყაყ შხამიან ისარს (Oophaga pumilio) ორქიდეის ძიებაში თავკომბალა ზურგით გადაჰყავს.
Xinhua - ჩოქელა ლოტუსის ყვავილის გულზე ისვენებს, ჰუაიანი, ჩინეთი.
Alamy - ყვითელი კიბოსებრი ობობა (Misumena vatia) ევროპულ ცისფერ ნემსიყლაპიას (Enallagma cyathigerum) ჭამს.