weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ალექსანდრე მინდაძემ ახალ ფილმში იზაბელ იუპერი მიიწვია

16:43 შაბათი, 26 აგვისტო 2017

ქართული ფესვების მქონე რუსი რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე აღიარებულ ფრანგ კინოვარსკვლავ იზაბელ იუპერთან ითანამშრომლებს ახალ ფილმში სათაურით „პარკეტი“ (Паркет).

ფილმის სიუჟეტის ცენტრში 50 წელს გადაცილებული სამი პერსონაჟია - ორი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც წარსულში ტანგოს მოცეკვავეები იყვნენ და ერთმანეთთან პირადი ურთიერთობებიც აკავშირებდათ, მრავალი წლის შემდეგ კი მათ კვლავ იწვევენ ერთობლივი ნომრის შესასრულებლად, რა დროსაც წარსული გრძნობები, ამბიციები, უკმაყოფილება და იმედები იღვიძებს, მათი რეალობა მეორე პლანზე იწევს და ერთადერთი რასაც ტრიოსთვის აზრი აქვს, სწორედ სამთა ტანგოა.

ამჟამად ფილმის გადასაღებ პროცესზე მიმდინარეობს მუშაობა. სრული სამსახიობო გუნდი და ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მინდაძე საერთაშორისო პროექტებითაა ცნობილი და მისი წინა ფილმებიც ინტერნაციონალური ქასთით გამორჩეულ სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივ ნამუშევრებს წარმოადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]