სამნაწილიანი სერიალის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება მე-17 საუკუნის წარუმატებელ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც შეთქმულების წევრებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის აფეთქება და მეფე ჩარლზ I-ის მოკვლა სურდათ.
სერიალში კიტ ჰარინგტონის გმირი უორვიკშირელი ჯენტლმენი რობერტ კეიტსბი იქნება, რომელმაც რეალური შეთქმულება დაგეგმა. მის ბიძაშვილ ენ ვოქსის როლს კი ჰოლივუდის ვარსკვლავი ლივ ტაილერი შეასრულებს. რაც შეეხება შეთქმულების მთავარ მონაწილე გაი ფოქსს, მის როლს ტომ კალენი განასახიერებს.
სერიალის სცენარის ავტორი რონან ბენეტია, რეჟისორი კი ჯეი ბლეიკსონი (The Disappearance of Alice Creed, The 5th Wave). ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გავა „დენთი“ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ეთერში.