weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2022

„სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი BBC-ის ახალ სერიალში ითამაშებს

12:52 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

პოპულარულ ფენტეზი სერიალ „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი მთავარ როლს შეასრულებს ტელეარხ BBC One-ის ახალ ისტორიულ მინი-სერიალში სათაურად „დენთი“ (Gunpowder), რომლის პირველი კადრები ახლახანს გამოქვეყნდა.

სამნაწილიანი სერიალის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება მე-17 საუკუნის წარუმატებელ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც შეთქმულების წევრებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის აფეთქება და მეფე ჩარლზ I-ის მოკვლა სურდათ.

სერიალში კიტ ჰარინგტონის გმირი უორვიკშირელი ჯენტლმენი რობერტ კეიტსბი იქნება, რომელმაც რეალური შეთქმულება დაგეგმა. მის ბიძაშვილ ენ ვოქსის როლს კი ჰოლივუდის ვარსკვლავი ლივ ტაილერი შეასრულებს. რაც შეეხება შეთქმულების მთავარ მონაწილე გაი ფოქსს, მის როლს ტომ კალენი განასახიერებს.

სერიალის სცენარის ავტორი რონან ბენეტია, რეჟისორი კი ჯეი ბლეიკსონი (The Disappearance of Alice Creed, The 5th Wave). ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გავა „დენთი“ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ეთერში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]