მეცნიერებმა ახალ სახეობას 2014 წელს დასავლეთ გატებში დაღუპული ინდოელი ჰერპეტოლოგისტის, დოქტორ სუბრამანიამ ბჰუპატის საპატივსაცემოდ ბჰუპატის მეწამული ბაყაყი (Nasikabatrachus bhupathi) უწოდეს.
გაირკვა, რომ უჩვეულოდ პატარა თვალების, მოკლე კიდურებისა და მოგრძო დინგის მქონე ბაყაყი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს. იგი ამავე რეგიონში 2003 წელს აღმოჩენილ მსგავს სახეობას (Nasikabatrachus sahyadrensis ) ენათესავება, რომელთან ერთადაც ბაყაყის ამ ოჯახის (სეიშელის ბაყაყები) მხოლოდ ორ წარმომადგენელს ქმნის.