weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

გოგონა და მისი რობოტი 90-იანი წლების ალტერნატიულ ამერიკაში

15:45 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მცხოვრები მწერალი და მხატვარი სიმონ სტოლენჰაგი სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრში მუშაობს. ორიგინალური სტილის მქონე არტისტის უკანასკნელი ნამუშევრების კრებულს „ელექტრული სახელმწიფო“ (The Electric State) ეწოდება.

გამორჩეული შვედი ავტორის ნამუშევრების მთავარი გმირები სახლიდან გაქცეული გოგონა და მისი მცირე ზომის ყვითელი რობოტი არიან, რომლებიც 1990-იანი წლების შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოგზაურობენ მასობრივი ტექნოლოგიური ომის ფონზე, რომელშიც ანდროიდები, დრონები და რობოტები სპეციალური მოწყობილობით მაკონტროლებელ ადამიანთა მიერ ნადგურდებიან.

„ელექტრული სახელმწიფო“ ნაწილობრივ ფინანსდება 5 000-მდე ადამიანისგან, რომლებმაც კრაუდფანდინგის კომპანია Kickstarter-ზე შემოწირულობებით სტოლენჰაგის წიგნისთვის 300 000 $ გაიღეს. კრებულის გამოცემა მიდმინარე წლის დეკემბერში იგეგმება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]