აღსანიშნავია, რომ წინა სეზონთან შედარებით, მეშვიდე სეზონის ფინალის მაყურებლების რაოდენობა 36%-ითაა გაზრდილი - მეექვსე სეზონის ფინალურ სერიას 8.9 მილიონმა მაყურებელმა უყურა.
„სატახტოთა თამაში“ ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ამავდროულად ხანგრძლივ ტელეპროექტად ითვლება. სერიალის შემდეგი, რიგით მე-8 და ამავე დროს უკანასკნელი სეზონის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის ტელეეკრანებს 2018-2019 წლებში დაუბრუნდება.