weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბენ აფლექი ავღანეთის ომის შესახებ ფილმში საკუთარ ძმას გადაიღებს

16:06 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

ბენ აფლექმა თავის რიგით მე-6 სარეჟისორო პროექტს მიაგნო. ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი 2009 წელს ავღანეთში მომხდარ რეალურ საბრძოლო მოქმედების შესახებ გადაიღებს ფილმს სათაურად „წითელი ოცეული“ (Red Platoon).

საომარი დრამა დაფუძნებული იქნება ამერიკელ არმიელ კლინტონ რომეშას ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ წიგნზე, სადაც აღწერილია 2009 წლის ოქტომბერში სამასამდე თალიბი მებრძოლის თავდასხმა კამდეშში, ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე ამერიკულ ავანპოსტზე. 12-საათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ თალიბანის მეომრებმა უკან დაიხიეს, კლინტონ რომეშას კი თავდადებისთვის სამხედრო ღირსების მედალი გადაეცა.

ფილმის წარმოებით სტუდია „სონი“ დაკავდება, ადაპტირებული სცენარის ავტორი კი ადამ კოზადია (Jack Ryan: Shadow Recruit, The Legend of Tarzan, Suicide Squad 2), თუმცა დიდი ალბათობით ბენ აფლექი საბოლოო ვარიანტისთვის კოზადის დრაფტს ხელახლა გადაწერს.

„წითელ ოცეულში“ მთავარ როლზე ბენ აფლექის ოსკაროსანი უმცროსი ძმა კეისი განიხილება, რომელმაც ძმასთან ერთად უკვე ითანამშრომლა დრამაში - Gone Baby Gone. რაც შეეხება უფროს ძმას, მისი რეჟისურით უკანასკნელი ფილმი „ღამის კანონი (Live by Night) გასულ წელს გამოვიდა, სადაც მთავარ როლს თავად ასრულებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]