weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„აკურამ“ IMSA-ს მომდევნო სეზონისთვის ახალი პროტოტიპი წარადგინა

13:12 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

ავტოკონცერნ „ჰონდას“ განცალკევებულმა მარკა „აკურამ“ DPi-ს კლასის პროტოტიპი წარადგინა, რომლითაც 2018 წლის სეზონში, გამძლეობაზე რბოლაში ამერიკის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პროტოტიპის სარბოლო დებიუტი იანვარში, დეიტონას 24 საათიან რბოლაში IMSA-ს (International Motor Sport Association) სერიის პირველ ეტაპში შედგება. მანქანამ, რომელმაც ARX-05 ინდექსი მიიღო, „პოლ რიკარის“ ავტოდრომზე ტესტირება გაიარა.

IMSA-ში „აკურა“ ამერიკულ კომპანია Penske-ს გუნდთან ერთად იასპარეზებს. კოლექტივის მეტოქეები „კადილაკი“, „ნისანი“ და „მაზდა“ იქნებიან.

„აკურამ“ და „პენსკემ“ უკვე გამოაცხადეს მომდევნო სეზონში ოთხიდან ორი პილოტის ვინაობა. ესენი ხუან-პაბლო მონტოია და დეინ კამერონი იქნებიან.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]