„დამწვარი კაცი“ ჯერ სან-ფრანცისკოში ბეიკერის სანაპიროზე ეწყობოდა, შემდეგ კი ნევადის შავი კლდის უდაბნოში გადაინაცვლა. ღონისძიება ასახავს საზოგადოების, ხელოვნების, ადამიანთა რადიკალური თვითგამოხატვისა და თავდაჯერებულობის ექსპერიმენტს.
წლევანდელ ფესტივალზე 70 000 ადამიანმა მოიყარა თავი. მათი კრეატიული ექსპონატების, კოსტიუმებისა და ნამუშევრების ხილვა შთამბეჭდავ ფოტოებზეა შესაძლებელი.