საკოლექციო კომპანია Props Store-ის წარმომადგენელ ბრენდონ ალინგერის განცხადებით, 26 სექტემბერს აუქციონზე 600-მდე საკულტო კინორეკვიზიტი გაიყიდება.
ლონდონის აუქციონზე ყველაზე იაფი რეკვიზიტი 971 $ ღირს, ყველაზე ძვირი კი ის ვიდეოკამერა იქნება, რომლითაც „ვარსკვლავური ომების“ მე-5 ეპიზოდი „იმპერიის საპასუხო დარტყმაა“ გადაღებული - მისი საწყისი ფასი 130 000 $ გახლავთ.
გასაყიდ კოლექციაში რეკვიზიტები სხვადასხვა გზით მოგროვდა: კერძო კოლექციონერებისგან, კინოსტუდიებიდან, საარენდო სამსახურებიდან და ა.შ.