მეცნიერთა აზრით, ნაჭუჭები აღმოჩენის ადგილზე ცარცული პერიოდიდან მოყოლებული ინახებოდა.
გუანდუნის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა ციუ ლიჩენმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) საუბრისას აღნიშნა, რომ ნაპოვნია 13-14 სმ დიამტერსი მქონე ხუთი კვერცხი, სამი მათგანი დამტვრეული იყო, მაგრამ მაინც აღიქმებოდა, დანარჩენ ორ კვერცხს კი ფორმა შენარჩუნებული აქვს და ისინი სავარაუდოდ ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ დინოზავრის კვერცხები ჩინეთში ახლო წარსულშიცაა აღმოჩენილი - 2015 წელს არქეოლოგებმა 43 ნამარხი კვერცხი აღმოაჩინეს.