„Lucasfilm-მა და კოლინ ტრევოროუმ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. კოლინი შესანიშნავი კომპანიონი იყო „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, თუმცა შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი იდეები პროექტის შესახებ ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ჩვენ კოლინს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ და ფილმის შესახებ ახალ ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ,“ - ნათქვამია სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კოლინ ტრევოროუს უთანხმოება ზემოთ ნახსენები ქრის მილერისა და ფილ ლორდის მსგავსად, ოსკარის რვაგზის ნომინანტ პროდიუსერ კატლინ კენედისთან მოუხდა.
„ვარსკვლავური ომების“ ხსენებული ეპიზოდის პრემიერა 2019 წელს შედგება. მისი სცენარის თანაავტორი, დერეკ კონოლისა და ჯეკ თორნთან ერთად კოლინ ტრევოროუცაა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მსგავსი ტიპის უთანხმოება სტუდია „ლუკასფილმისა“ და „ვარსკვლავური ომების“ სერიების რეჟისორებისთვის უკვე მესამეა - პირველი შემთხვევა ფრანშიზის გასულ წელს გამოსული სპინ-ოფ სერიის, Rogue One-ის რეჟისორთან იყო, როდესაც მისი გადაღებული ფილმი სტუდიამ ზედმეტად სერიოზულად მიიჩნია და რამდენიმე სცენის ხელახლა გადასაღებად გამოცდილი სცენარისტი ტონი გილროი ჩართო შუა პროცესში.