სოფელში შესვლა 100 იენი (8 დოლარი) ღირს. მელიები, რომლებიც იაპონური თქმულებებისა და ფოლკლორის პოპულარული არსებები არიან, სოფლის სტუმართათვის მოთვინიერებული ცხოველების ქცევით გამოირჩევიან, თუმცა ტურისტებს აფრთხილებენ , რომ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ყურადღება მართებთ, რადგან მელიები გალიებშიც ჰყავთ და გაშვებულიც.
ქალაქ შიროიშისთან ახლოს მდებარე მელიების სოფელს მექსიკელი მასწავლებელი და ფოტოგრაფი ნატაშა პუენტე ესტუმრა და შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო.