weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელებას ახალი რეჟისორი გადაიღებს

15:49 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

გასული წლის ერთ-ერთი გახმაურებული კინოკომიქსის, „თვითმკვლელთა რაზმის“ (Suicide Squad) სიკველს გევინ ო’კონორი გადაიღებს, რომელიც სცენარსაც თავად დაწერს მუდმივ კოლაბორატორ ენტონი ტამბაკისთან ერთად.

სტუდია „უორნერ ბრაზერსი“ პრობლემატურ ფილმად მიჩნეული პირველი ფილმის გაგრძელებისთვის რეჟისორის სავარძელს ჯერ გამოცდილ მელ გიბსონს სთავაზობდა, შემდეგ კი - ახალგაზრდა კატალონიელ რეჟისორ ჟაუმე კოლეტ-სერას. ცნობილია, რომ კომპანია DC-ის კომიქსების ანტიგმირებზე შექმნილი პირველის სერიის დამდგმელი დეივიდ ეიერი ამავე ფილმის სპინ-ოფ სერიის, „ქალაქ გოთემის სირინოზების“ (Gotham City Sirens) გადაღებებით დაკავდება.

შეგახსენებთ, რომ DC-ის ე.წ. ვრცელი კინოსამყაროს შემადგენელი სერია „თვითმკვლელთა რაზმი“ მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწუნეს. მოგვიანებით რეჟისორმა დეივიდ ეიერმა, რომელიც სცენარის ავტორიც იყო, საჯაროდ ინანა ფილმის გადაღება და განმარტა, რომ შესაძლებლობა რომ მიეცეს სხვაგვარად გადაიღებდა მას. დაბალი რეიტინგისა და ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, ფილმმა ოსკარის უკანასკნელი დაჯილდოებაზე საუკეთესო გრიმის ნომინაციაში შეძლო ჯილდო მოპოვება. შემქმნელებს კი ახალი ისტორიებით მოუნდათ მისი გაგრძელება.

რაც შეეხება გევინ ო’კონორს, იგი ცნობილია დრამებით: Tumbleweeds, Pride & Glory, Warrior, Jane Got a Gun და The Accountant. „თვითმკვლელთა რაზმის“ სიკველის გარდა მის სამომავლო პროექტებშია მეორე მსოფლიო ომზე საომარი დრამა, სადაც მთავარ როლს ბრედლი კუპერი შეასრულებს და ასევე ფილმ The Accountant-ის მეორე სერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]