weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯიუდ ლოუ ვუდი ალენის რიგით 50-ე ფილმში ითამაშებს

15:55 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

ბრიტანელი კინოვარსკვლავი ჯიუდ ლოუ ოთხი ოსკარის მფლობელი ამერიკელი სცენარისტისა და რეჟისორის, ვუდი ალენის მორიგ ფილმში სამსახიობო გუნდს შეუერთდა. ჯერ-ჯერობით უსათაურო რომანტიკული დრამა კინოეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

ვუდი ალენის ახალი სურათის სიუჟეტზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. ჯიუდ ლოუს გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ვარსკვლავები: ელ ფენინგი, სელენა გომესი და ტიმოტე შალამე. 81 წლის ლეგენდად ქცეული სცენარისტ-რეჟისორის რიგით 50-ე პროექტის წარმოებით Amazon Studios დაკავდება, რომელთან ერთადაც ვუდი ალენმა უკვე იმუშავა მინი-სერიალზე Crisis in Six Scenes და ფილმებზე - Café Society, Wonder Wheel.

რაც შეეხება მხცოვანი მაესტროს ჯერ-ჯერობით უკანასკნელ ფილმს სათაურად Wonder Wheel, რომლის პრემიერაც დეკემბერში შედგება, მასში მთავარ როლებს მუსიკოსი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი და ოსკაროსანი ბრიტანელი ვარსკვლავი კეიტ უინსლეტი ასრულებენ, მოქმედება კი 1950-იანი წლების ბრუკლინში ვითარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]