აღნიშნული ფენომენით დაინტერესებული რეიჩელ გრანტის რამდენიმეწლიანი კერძო კვლევებითა და მისი სამუშაოს სხვა კვლევებთან შედარებით, დადასტურდა, რომ ჩვეულებრივი გომბეშოები (Bufo bufo) და მდელოს ბაყაყები (Rana temporaria) მართლაც სავსემთვარეობის პერიოდში იკრიბებიან, წყვილდებიან და ქვირითს ყრიან.
ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებამაც გამოავლინა, რომ აზიური გომბეშოების (Bufo melanostictus) შეწყვილებაც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და მდედრი ამფიბიების ოვულაციაც სავსემთვარეობას ემთხვევა.