ზოოპარკის ოფიციალური განმარტებით, მდედრი გორილა ძილში მშვიდად მოკვდა. კრემაციის შემდეგ კოლოს ზოოპარკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. ამავდროულად, ჩატარდება გამოკვლევა, რომ სიკვდილის მიზეზი დაადგინონ.
კოლო 1956 წელს დაიბადა და ის პირველი გორილა იყო, რომელიც ზოოპარკში გაჩნდა. დეკემბერში მისი 60 წლის იუბილე აღნიშნეს. ხანგრძლივი სიცოცხლის განმვლობაში კოლო 3 შვილის დედა და 16 გორილას ბებია გახდა.
კოლომ 20 წლით მეტი იცოცხლა, ვიდრე ზოგადად გორილები ცოცხლობენ.