სახეობის აღმომჩენის, მეცნიერებათა დოქტორ ვაზრიქ ნაზარის განმარტებით, აღნიშნული ჩრჩილის ნახვისთანავე მისი გარეგნობა დონალდ ტრამპის სავიზიტო ბარათად ქცეულ ვარცხნილობას მიამსგავსეს და სახელიც ამის მიხედვით უბოძეს.
ახალი სახეობა გადარჩენის პროცესშია, რადგან ცდილობს გაუმკლავდეს ბუნებრივი ჰაბიტატის დაკარგვას. მეცნიერთა აზრით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის სახელის მინიჭება მის მიმართ ინტერესსა და პოპულარობას გაზრდის.