weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიყვარულის ქიმია და მისი გავლენა ორგანიზმზე

11:48 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ევროპელმა მეცნიერებმა მრავალი ჩატარებული კვლევის შემდეგ სასიყვარულო გამოცდილებისა და შეყვარებულთა ცხოვრებაში მისი როლის შესახებ სათანადო დასკვნები გააკეთეს.

სიყვარული როგორც ტკივილგამაყუჩებელი

მკვლევართა მტკიცებით, საყვარელი ადამიანის ფოტოგამოსახულების ხილვისას ტკივილი მცირდება. ეს გამოწვეულია თავის ტვინში განსაკუთრებული ქიმიურ რეაქციასთან, რომელიც ბლოკავს მტკივნეულ შეგრძნებებს, რაც ზრდის ოქსიტოცინის დონე და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას.

სიყვარული როგორც გულის დამცველი

ჩატარებული ექსპერმინეტების საფუძველზე მეცნიერები მზად არიან განაცხადონ, რომ დაქორწინებულებს შედარებით ნაკლებად აქვთ გულის დაავადებები, ვიდრე - მარტოსულებს. ამასთანავე, წყვილები ივიწყებენ მავნე ჩვევებს საყვარელი ადამიანების სიყვარულის გამო და აცნობიერებენ, რომ ზიანის შესაძლოა შთამომავლობას გადაეცეს და ოჯახის კეთილდღეობას დაემუქროს. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხელს უწყობს მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობის შენარჩუნებას.

სიყვარული აჯილდოებს არამიწიერი სილამაზით

საყვარელ ადამიანთან შეხვედრის მომენტში ადრენალინის პორციის სისხლძარღვებში გაშვება ხდება, რომელიც აჩქარებს კანქვეშ სისხლის საერთო მიმოქცევას, ამიტომაც შეყვარებულ ადამიანს ამ დროს ლოყები უწითლდება, ხოლო კანი ხდება ზომიერად ტენიანი და უფრო დაჭიმული.

სიყვარული როგორც ინტელექტის სტიმულატორი

განსაკუთრებული სიმპათია ადამიანებს შემოქმედებისკენ უბიძგებს. შეყვარებულს უჩნდება შემეცნების, გამოგონების და ხელოვნების მიმართ ინტერესი. ეს ფაქტი აიხსნება ტვინის სტრუქტურის აქტივაციაზე, რაც პასუხისმგებელია მოტივაციასა და მეხსიერების მიმართ ყურადღებაზე. ასე რომ, სიყვარული შრომის პროდუქტიულობასაც ზრდის.

სიყვარული ყველას ბედნიერებას ანიჭებს

ორმხრივი სასიყვარულო ურთიერთობა აჩენს აღფრთოვანების, ეიფორიისა და ბედნიერების უეცარ შეგრძნებას. ეს კი ხელს უწყობს სიხარულისა და სასიამოვნო კმაყოფილების ჰორმონის, დოფამინის რეგულარულ გამოყოფას.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]