weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სპაიკ ლი კუ-კლუქს-კლანის რეალური ისტორიის შესახებ ფილმს გადაიღებს

14:18 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ოსკარის ნომინანტი აღიარებული ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი სპაიკ ლი ბიოგრაფიულ თრილერს გადაიღებს. ფილმში სათაურად „შავკანიანი კლანის წევრი“ (Black Klansman), ნაჩვენები იქნება აფრო-ამერიკელი პოლიციის ოფიცრის, კუ-კლუქს-კლანის რიგებში ფარულად შესული რონ სტალუორთის რეალური ისტორია.

1978 წელს კოლორადოელი პოლიციელი კუ-კლუქს-კლანს შენიღბული შეუერთდა და თავისი კანის ფერის მიუხედავად, არათუ ორგანიზაციის წევრი, არამედ ადგილობრივი დაჯგუფების მეთაურიც გახდა. ეს ყველაფერი სტალუორთმა საკმაოდ ოსტატურად მოახერხა: უნიღბო შეხვედრებზე თეთრკანიან მეწყვილეს გზავნიდა, თვითონ კი ხმით ბაძავდა თეთრკანიან რასისტს. აფრო-ამერიკელმა პოლიციელმა კუ-კლუქს-კლანში ყოფნისას უამრავ თავდასხმას შეუშალა ხელი და მრავალი დანაშაული აღკვეთა.

სპაიკ ლის ფილმის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება რონ სტალუორთის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ იგივე სახელწოდების მქონე მემაურზე. გადაღებები სულ მალე, მიმდინარე შემოდგომას დაიწყება.

ფილმში მთავარი გმირის როლს დენზელ ვაშინგტონის 33 წლის ვაჟი ჯონ დეივიდ ვაშინგტონი შეასრულებს. სპაიკ ლისთან ერთად უმცროს ვაშინგტონს უკვე უმუშავია ეპიზოდურ როლზე 1992 წლის ბიოგრაფიულ ფილმში „მალკოლმ X”, რომელშიც შავკანიანი მუსლიმების იდეოლოგი ლიდერი მამამისმა განასახიერა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]