weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაჰამის კუნძულების ღირშესანიშნაობად მიჩნეული მოცურავე გოჭები ტურისტებმა ალკოჰოლით მოწამლეს

10:36 ოთხშაბათი, 08 მარტი 2017

ბაჰამის კუნძულებზე არსებულ ღირშესანიშნაობაზე - კუნძულზე, რომელსაც იქ თავისუფლად მცხოვრები მოცურავე გოჭების გამო „ღორების პლიაჟი“ ეწოდება, ტურისტებმა პოპულარულ გოჭებს საკვებად ალკოჰოლი მიაღებინეს, რის გამოც 22 ცხოველიდან 7 დაიღუპა.

გოჭების ერთ-ერთმა მეპატრონემ, უეიდ ნიქსონმა ადგილობრივ გამოცემა „ნასაუ გარდიანს“ განუცხადა, რომ ღორებს არასწორი საკვები მისცეს, მათ შორის სასმელები - ლუდი და რომი, რამაც ცხოველების სიკვდილი გამოიწვია. მისივე თქმით, იგი 30 წელზე მეტია მოცურავე გოჭებს ამრავლებს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.

აღნიშნული შემთხვევის გამო ბაჰამის კუნძულების სოფლის მეურნეობისა და საზღვაო რესურსების მინისტრმა აკრძალვა დააწესა: ამიერიდან ტურისტები მოცურავე გოჭებთან მხოლოდ ფოტოებს გადაიღებენ, ტურისტების მხრიდან მათი გამოკვება კი აღარ მოხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]