weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალგამოგონილი კამერა ადამიანის სხეულში ყველაფერს დაინახავს

14:17 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

ახლო მომავალში ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კანს მიღმა ხდება - ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს ახალი ტიპის კამერა, რომელიც ხედავს ადამიანის სხეულის შიდა სტრუქტურებს და სინათლის წყაროებს სხეულის ქსოვილებში 20 სანტიმეტრის სიღრმეშიც გამოავლენს.

ამჟამიდელი პროტოტიპი განკუთვნილია ენდოსკოპთან ერთად მუშაობისათვის. ენდოსკოპი ხშირად აღჭურვილია კამერით, სენსორებითა და სინათლით, რათა კარგად ჩაიხედოს ადამიანის სხეულის ღრუებში, მაგრამ ამ დრომდე რთული იყო გარეგნულად იმის დადგენა, თუ სხეულის ზუსტად რომელ შიდა ნაწილს ათვალიერებდა ინსტრუმენტი, რისთვისაც საჭირო ხდებოდა რენტგენული სკანირების გამოყენება. 

დიდი ალბათობით, ეს უკვე პრობლემა აღარ იქნება, რადგან ახალ კამერას სხეულს შიგნით სინათლის წყაროს დაფიქსირების უნარი აქვს, მაგალითად, შეუძლია გამოავლინოს ენდოსკოპის გრძელ, მოქნილ თოკზე მიბმული განათების წყარო. კამერაში ინტეგრირებული ფოტონის ათასობით დეტექტორის წყალობით, მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს ადამიანის ქსოვილებზე დაცემული სინათლის ინდივიდუალური ნაწილაკი. როდესაც ფოტონები სხეულის ქსოვილებთან კონტაქტში შედის, როგორც წესი, სინათლე ქსოვილზე მიმოიფანტება ან სხლტება, თუმცა კამერა საკმაოდ მგრძნობიარეა, რათა მისი ნებისმიერი კვალი დააფიქსიროს. მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს, კონკრეტულად სად არის სხეულში მოთავსებული სინათლის გამომყოფი ენდოსკოპი.

ამ ტექნიკას, შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ექიმებს სხეულის ინტერიერის ენდოსკოპით დათვალიერებისას, რასაც თავის მხრივ შესაძლოა უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს სწორ მკურნალობაში. როგორც ექიმები აცხადებენ, კამერის მიერ უზრუნველყოფილი გაუმჯობესებული ხედვა ექიმებს საშუალებას მისცემს მოახდინონ მათ მიერ გამოყენებული მთლიანი ენდოსკოპის ვიზუალიზაცია. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ამ კამერას კლინიკურ გამოყენებაში, თუმცა იგი ნამდვილად არის იმედისმომცემი მოწყობილობა ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]