weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

70-იანი წლების კალიფორნიის სკეიტბორდის კულტურა

14:42 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

1970-იანი წლების სახმრეთ კალიფორნიის სკეიტბორდის კულტურამ უდიდესი კვალი დატოვა არათუ სპორტის ამ სახეობაზე, არამედ - ამერიკის კულტურულ იდენტობაზეც. ფოტოგრაფმა ჰიუ ჰოლანდმა საკუთარი ფოტოებით იდეალურად გადმოსცა სკეიტბორდინგის ოქროს ხანა კრებულში - Locals Only: California Skateboarding 1975-1978.

საინტერესოა, რომ მკაცრმა გვალვამ, რომელიც სწორედ ამ პერიოდში დაატყდა სამხრეთ კალიფორნიას თავს, ექსტრემალური სპორტის სწორედ ამ სახეობის პოპულარობა განსაზღვრა - დამშრალი წყალსატევები და ცარიელი აუზები ხომ მისწრება იყო სკეიტერებისთვის.

აღსანიშნავია, რომ თავად ჰიუ ჰოლანდი შორს იყო ექსტრიმის ამ სახეობისგან, თუმცა თამამ მოზარდებთან გატარებულ სამ წელიწადში უნიკალური სუბკულტურა ბრწყინვალე ფოტოალბომით ასახა, რომელიც 2012 წელს წიგნად გამოიცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]