weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეცნიერებმა ქარვაში გაქვავებული უძველესი ვამპირი-ჭიანჭველის სახეობა აღმოაჩინეს

13:11 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

მიანმარში მეცნიერებმა 98 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში არსებული ე.წ. ჯოჯოხეთის ჭიანჭველის ახალი ტიპი აღმოაჩინეს - განსხვავებული პირის აპარატის მქონე სახეობა, რომელიც მეტალის კომპონენტებით გაძლიერებულ პირის მარწუხებს უხსოვარ დროში მსხვერპლის მოსაკლავად იყენებდა.

ახლადაღმოჩენილი სახეობას პერსონაჟ დრაკულას პროტოტიპის - სისხლისმსმელი რუმინელი გრაფის, ვლად III ცეპეშის მიხედვით, Linguamyrmex vladi უწოდეს. იგი „ჯოჯოხეთის ჭიანჭველების“ სახელით ცნობილ ჯგუფს (Gerontoformica) მიეკუთვნება. ცარცულ პერიოდში გავრცელებული ჭიანჭველათა ეს ჯგუფი უცნაური, ვერტიკალურად მოძრავი პირის ორგანოებით ხასიათდება. ამ ჭიანჭველებს მსხვერპლის კიდევ უფრო საიმედო მოსაპოვებლად, ყბის წვერზე ასევე ჰქონიათ რქის მსგავსი ძლიერი გამონაზარდი.

მეცნიერთა ჯგუფმა ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარის, ფილიპ ბარდენის ხელმძღვანელობით, ქვედა ყბებს შორის აღმოაჩინეს მილის მსგავსი არხი, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ჭიანჭველები თავიანთ მსხვერპლს წუწნიდნენ და არ ღეჭავდნენ, რადგან უცნაური ყბები სინამდვილეში სულაც არ ასრულებდა ღეჭვის ფუნქციას. ქარვაში ჩაჭედილი ნიმუში სწორედ მოზრდილ ხოჭოს ჭუპრთან ერთადაა, რომელიც სითხის მწოველი ამ არსებისთვის ბრწყინვალე რბილსხეულიანი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]