weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მერსედესის“ Project One: ჰიპერქარი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებით

17:13 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ფრანკფურტის ავტოსალონის პირველ დღეს „მერსედესმა“ ახალი ავტომობილი სახელად Project One წარადგინა. ავტოშოუს სცენაზე იგი ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა გამოიყვანა.

Project One-ის აწყობისას ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები გამოიყენეს: ფორმულა 1-ის ბოლიდების მსგავსად, ახალი ჰიპერქარი აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი, ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავით, რომელსაც წუთში 11 000 ბრუნი აქვს. ძრავის რესურსი 50 000 კილომეტრს შეადგენს. გარდა ამისა, Project One ოთხ ელექტროძრავასაც შეიცავს. ორი ძრავაზეა დამონტაჟებული, ორი კი - ავტომობილის წინა ღერძზე. ამასთან ერთი ენერგიის რეკუპერატორის როლს ასრულებს, რომელიც დამუხრუჭებისას გამომუშავდება. სვლის მარაგი მხოლოდ ელექტროგამწევ ძალაზე 25 კმ-ს შეადგენს. ჯამში V6 ძრავა და ჰიბრიდული სისტემები, 1000 ცხენისძალაზე მეტი სიმძლავრის განვითარების საშუალებას იძლევა.

„მერსედესში“ ძალოვანი დანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტი 40%-ით შეაფასეს. Project One-ის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ზე მეტს შეადგენს, ადგილიდან 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6 წამზე ნაკლები ჭირდება. ჰიპერქარი აღჭურვილია რვასაფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით, ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭებით, თრექშენ-კონტროლითა და საკიდარით, რომელიც „ფუშ-როდის“ სქემითაას შესრულებული. მანქანის მონოკოკი ნახშირპლასტიკისგან არის დამზადებული, საჭე კი ფორმულა 1-ის ბოლიდის მსგავსია.

Project One-ის ერთი ეგზემპლარი 2.275 მილიონი ევრო ღირს. მანქანის წარმოების დაწყება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. სულ 275 ავტომობილს გამოუშვებენ და წინასწარი მონაცემებით, Project One-ის მთელ ტირაჟზე უკვე წინასწარი შეკვეთაა გაფორმებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]