weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიამ ნისონს მძაფრსიუჟეტიანი ფილმები მობეზრდა

17:41 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ოსკარის ნომინანტმა ირლანდიელმა კინოვარსკვლავმა ლიან ნისონმა განაცხადა, რომ ექშენ-ფილმებში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ 65 წლის მსახიობმა ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე ისაუბრა.

ლიამ ნისონის განმარტებით, მძაფრსიუჟეტიან თრილერებში მისი მონაწილეობა მხოლოდ შემთხვევის წყალობით მოხდა, ყოველ წელს კი სერიოზულ ჰონორარს სთავაზობენ, რათა მორიგ ახალ ექშენში ითამაშოს, ასაკის გამო კი ეს ყველაფერი შეუძლებელი ხდება.

დრამატული როლებით ცნობილი ლიამ ნისონის მძაფრსიუჟეტიან ჟანრში პირველი ნამუშევარი 2008 წელს გამოსული ფრანგული წარმოების ფილმი „მძევალი“ (Taken) იყო, რომელიც კრიტიკოსებმა და მაყურებელმა მოიწონა. წარმატებულ ფილმს ორი სიკველი მოჰყვა, შემდეგ იყო ჯო კარნაჰანის ორი ფილმი, A-Team და The Grey, ასევე მთავარი როლები რეჟისორ ჟაუმე კოლეტ-სერას მსგავსი სტილის ფილმებში: Unknown, Non-Stop და Run All Night. ამ რეჟისორთან ერთად ლიამ ნისონმა მეოთხე ექშენზეც იმუშავა- კრიმინალური თრილერი სათაურით The Commuter, იანვარში გამოვა. 2018 წელს კი მაყურებელი მსახიობს სავარაუდოდ უკანასკნელ მძაფრსიუჟეტიან სურათში იხილავს - ფილმი სათაურად Hard Powder, 2014 წლის ნორვეგიული ფილმის Kraftidioten რიმეიქი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]