weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

„სატახტოთა თამაშს“ შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა ფინალი ჰქონდეს

13:43 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

ამერიკულ ტელეარხ HBO-ს პოპულარული ფენტეზი ჟანრის სერიალ „სატახტოთა თამაშის“ უკანასკნელ მე-8 სეზონს შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული ფინალური ეპიზოდი ჰქონდეს. ამის შესახებ ტელეარხის პრეზიდენტმა კეისი ბლოისმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეთლეჰემის სტუდენტებთან შეხვედრისას იაუბრა.

ბლოისმა აღნიშნული ინფორმაცია სერიალისადმი უსაზღვრო ინტერესითა და მრავალი შეხედულებებით ახსნა. მისი განმარტებით, ჯორჯ მარტინის ნაწარმოებების მკითხველები სხვა ფინალის მოლოდინში არიან, სერიალის ფანატები კი - განსხვავებულის. გარდა ამისა, ჰაკერების მიერ მე-7 სეზონის რამდენიმე მოპარული სერიის, გავრცელებული ე.წ. სპოილერებისა და ყველაფრის გათვალისწინებით, სერიალის შემქმნელებს „სატახტოთა თამაშის“ დასასრულის რამდენიმე ვარიანტის გადაღება მოუწევთ.

ცნობილია, რომ HBO-ს ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი მე-8 სეზონის გამოსვლის თარიღი. ახალი სეზონის გადაღებები ოქტომბერში დაიწყება და სავარაუდოდ მომდევნო წელს გაგრძელდება, რის გამოც ფინალური სეზონი, რომელსაც მხოლოდ 6 სერია ექნება, შესაძლოა 2019 წელს გამოვიდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]