ბლოისმა აღნიშნული ინფორმაცია სერიალისადმი უსაზღვრო ინტერესითა და მრავალი შეხედულებებით ახსნა. მისი განმარტებით, ჯორჯ მარტინის ნაწარმოებების მკითხველები სხვა ფინალის მოლოდინში არიან, სერიალის ფანატები კი - განსხვავებულის. გარდა ამისა, ჰაკერების მიერ მე-7 სეზონის რამდენიმე მოპარული სერიის, გავრცელებული ე.წ. სპოილერებისა და ყველაფრის გათვალისწინებით, სერიალის შემქმნელებს „სატახტოთა თამაშის“ დასასრულის რამდენიმე ვარიანტის გადაღება მოუწევთ.
ცნობილია, რომ HBO-ს ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი მე-8 სეზონის გამოსვლის თარიღი. ახალი სეზონის გადაღებები ოქტომბერში დაიწყება და სავარაუდოდ მომდევნო წელს გაგრძელდება, რის გამოც ფინალური სეზონი, რომელსაც მხოლოდ 6 სერია ექნება, შესაძლოა 2019 წელს გამოვიდეს.