weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დევიდ ლინჩი საქართველოს სავარაუდოდ 18-21 ნოემბერს ეწვევა

14:15 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, პარლამენტარ მარიამ ჯაშის განცხადებით, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი სცენარისტისა და რეჟისორის, ოსკარის ოთხგზის ნომინანტი დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტი 18-21 ნოემბერს იგეგმება.

დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძესა და მის გუნდს შეხვდა.

„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.

დევიდ ლინჩთან შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. პირველი ინიციატივა საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას ეხება, რაც ქვეყანას მისცემს უნიკალურ საშუალებას, რომ თავად განავითაროს კინემატოგრაფიის კუთხით საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც ლიდერი ქვეყანა. ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს. საუბარი აგრეთვე არის ფართო მასშტაბიან სოციალურ პროექტზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]