weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაბლო პიკასოს ნახატები სამგანზომილებიან ნამუშევრებად აქციეს

11:20 შაბათი, 15 აპრილი 2017

დიდი ესპანელი ხელოვანის, კუბიზმის დამფუძნებელი მხატვრის, პაბლო პიკასოს სურრეალისტური და ექსცენტრული ნახატები პაკისტანელ ილუსტრატორ ომარ აკილისთვის შთაგონების წყაროდ იქცა - არტისტმა მათი თანამედროვე სამგანზომილებიანი ვერსიები შექმნა.

„კარიერის დაწყებიდანვე მის შემოქმედებას ვსწავლობდი, მისი აბსტრაქტული ვიზუალური ენა ყოველთვის შთამაგონებდა. მის ვიზუალურ მიმიკრიაში მე ვაჩვენე, თუ როგორ რეაგირებს უნარი, როდესაც იგი ვიღაცის აზრების სირთულეებს ეჯახება და როგორ შეიცვალა ფორმების მნიშვნელობა ახალი ფიზიკური ხარისხების წარმოქმნით.“ - წერს ომარ აკილი საკუთარი პროექტის შესახებ, რომელსაც სახელად MIMIC უწოდა.

ომარ აკილის მიერ სამგანზომილებაში შესრულებული ნამუშევრები პაბლო პიკასოს შედევრებისადმი პატივისცემასა და ინოვაციურ მიდგომებს მოიცავს. 3D ნამუშევრები პიკასოს შემდეგი ნახატების მიხედვით შეიქმნა: „ვიზაჟი“ (1928), „მჯდომარე ქალი“ (1930), „ესპანელების მონუმენტი“ (1945-1947), „კომპოზიცია“ (1946), „შავი ფიგურა“ (1948) და „ქალი ინვალიდის სავარძელში“ (1949).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]