weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თოვლის ლეოპარდი საფრთხეში მყოფ სახეობად აღარ ითვლება

12:34 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

დიდი კატების ეგზოტიკური და გამორჩეული წარმომადგენელი თოვლის ჯიქი, იგივე ირბისი (Uncia uncia) გადაშენების საფრთხეში მყოფ სახეობად აღარ ითვლება. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) განცხადებით, უკანასკნელი 45 წლის მანძილზე მოწყვლადმა თოვლის ლეოპარდმა დაბალი რისკის ქვეშ მყოფ კატეგორიაში გადაინაცვლა.

საფრთხეში მყოფ სახეობად ჩასათვლელად ცხოველი ბუნებაში 2500-ზე ნაკლები წარმომადგენლით უნდა იყოს, თუმცა ექსპერტების განცხადებით, ამჟამად თოვლის ჯიქი პლანეტაზე 4000-ზე მეტ ინდივიდს ითვლის.

ცვლილება ხუთი საერთაშორისო ექსპერტის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შესრულებული რთული პროცესის შედეგია.

თოვლის ლეოპარდი ძირითადად ცენტრალურ აზიის მაღალმთიან ზონაში, ჰიმალაისა და ტიბეტის მთებში ბინადრობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]