აიანა უილიამსის მარცხენა ხელის ფრჩხილები უფრო გრძელია, ვიდრე - მარჯვენის, ისინი შესაბამისად, 326.5 და 249.8 სანტიმეტრებია. რაც შეეხება ერთ კონრკეტულ თითზე გაზრდილ უგრძეს ფრჩხილს, იგი 68 სმ სიგრძისაა.
სილამაზის სალონში მომუშავე ქალბატონი ფრჩხილების მოვლასა და ლაქის წასმას 20 საათს ანდომებს, ღამე კი ხელებს საგანგებო ბალიშებზე ალაგებს. აიანა უილიამსის თქმით, მას ერთი სული ჰქონდა საკუთარი თავი გინესის რეკორდების წიგნში ეხილა.
რაც შეეხება მამაკაცებს შორის ანალოგიურ მსოფლიო რეკორდს, ის ასევე ამერიკელ ქრის უოლტონს ეკუთვნის: მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 731.4 სმ იყო, როდესაც მან ისინი დაიჭრა.