ხსენებული სიმღერა ამავე სახელწოდების მქონე ალბომშია შესული, რომელიც მაისში გამოვიდა. ახალი ვიდეოკლიპი ამერიკული ჯგუფის ძველი კონცერტებისა და გამოსვლების კადრებისგან შედგება.
Linkin Park-ის წევრის, მაიკ შინოდას თქმით, თავის დროზე სიმღერა სწორედ მათთვის დაწერეს, ვისაც დანაკარგი ჰყავდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ის თავად მათზეა. მუსიკოსის განცხადებით, თაყვანისმცემლებისგან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ, ხოლო სიმღერა ერთ-ერთი საყვარელია მათი ახალი ალბომიდან.
შეგახსენებეთ, რომ Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.