პოლიტიკური თრილერი ჟანრის მინი-სერიალის ექვსივე ეპიზოდს მისივე პროდიუსერი, სცენარისტი, დოკუმენტალისტი და რეჟისორი რ.ჯ. კატლერი გადაიღებს. სიუჟეტის ცენტრში აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, მონიკა ლევინსკი, ნიუტ გინგრიჩი და კენ სტარი იქნებიან.
აღნიშნული სერიალი ტელეარხ History-ს მიერ დაანონსებული საპრეზიდენტო ანთოლოგიის სახელად The Commanders, შემადგენელი ნაწილი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალზე სხვა მინი-სერიალიც გამოვა, რომელიც ტელეარხ FX-ის წარმატებული ანთოლოგია American Crime Story-ს მორიგი, რიგით მე-4 ნაწილი იქნება.