weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუა საუკუნეების სასაფლაოზე არქეოლოგებმა უცნაური ძუძუმწოვრის სამარხი აღმოაჩინეს

15:35 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ლა მანშის სრუტეში მიმდინარე სამკვირიანი არქეოლოგიური გათხრები საკმაოდ უცნაურ გაურკვევლობაში გადაიზარდა - მკვლევარებმა აღმოაჩინეს სამარხი, რომელშიც ადამიანის მსგავსად ძუძუმწოვარია დაკრძალული.

ნორმანდიის არქიპელაგის კუნძულ შაპელ დომ ჰიუზე შუა საუკუნეების დროინდელ საფლავში ვეშაპისებრთა სახეობა ზღვის ღორია (Phocoena phocoena) დამარხული. მეცნიერები ამ დრომდე ვერ ხსნიან, რა საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს ზღვის ცხოველის სამარხის მიღმა, რადგან ცხოველი სპეციალურად, საგანგებო საფლავშია დამარხული, ამიტომაც მეცნიერები გამორიცხავენ, რომ მკვდარი ცხოველი უბრალოდ მიწაში გაიხრწნა.

როგორც ჩანს, ზღვის ღორი სპეციალურად განასვენეს და საფლავი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ქრისტიანული ტრადიციით მოაწყეს. ამის გამო არქეოლოგი ფილიპ დე ჯერსი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ზღვის ცხოველი მე-14 საუკუნეში, ბერების საფლავების გვერდითაა დამარხული. დე ჯერსის ერთ-ერთი ვერსიით, ცხოველი საკვების მიზნით დაიჭირეს და მოკლეს, შემდეგ კი დამარილებული შეინახეს, სანამ მისი ხორცი საჭირო გახდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, შენახული ხორცი აღარ გამოუყენებიათ.

აღმოჩენის შემდეგ ზღვის ღორის ძვლები სამარხიდან ამოიღეს და გამოკვლევისათვის გადაიტანეს. ფილიპ დე ჯერსი აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე უცნაური აღმოჩენაა მის 35-წლიან სამეცნიერო კარიერაში.

„ცნობილია, რომ დელფინისებრ ზღვის ღორს ქრისტიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მინახავს. ასეთი შემთხვევა ნაკლებად უცნაურია რკინის ხანისათვის, მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელია შუა საუკუნეების ეპოქისთვის“. - დასძენს არქეოლოგი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]