weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მაკლარენმა“ ვირტუალური კონცეპტი Ultimate Vision Gran Turismo წარადგინა

16:23 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

კონცერნმა „მაკლარენმა“ სპეციალურად ვიდეოთამაშისთვის Gran Turismo Sport შემუშავებული ვირტუალური კონცეპტი Ultimate Vision Gran Turismo წარადგინა. ნახშირპლასტიკის ძარიანი ერთადგილიანი სპორტქარი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ამ ფირმის ავტომობილი, რომელსაც 2030 წლის შემდეგ გამოუშვებენ.

გარბენებში ვირტუალური ავტომრბოლელებისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭების მიზნით, დიზაინერებმა Ultimate Vision Gran Turismo-ს პილოტს კოკპიტში უჩვეულო მდგომარეობა შესთავაზეს: მუცელზე მწოლიარე, როგორც - სპორტბაიკზე. შედეგად პილოტის თავი ავტომობილის წინა ღერძს თითქმის დაჰყურებს. ეს მოთამაშეებს რბოლის დროს უფრო ზუსტი ტრაექტორიის არჩევის უფლებას მისცემს.

კონცეპტის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია აქტიური აეროდინამიკური ელემენტები - Integrated Active Aero: სპეციალური სარქველები ხსნის და ხურავს ძარის პანელებში მინიატურულ ჰაერგამტარ ხვრელებს, რომელიც მოსახვევის გავლისას მოჭიდების ძალას ზრდის. ჩვეულებრივი სქემისაგან, რომელიც ძარის პანელების მდებარეობას ცვლის, ახალი ტექნოლოგია შედარებითი უბრალოებით გამოირჩევა, მოძრავი დეტალების ნაკლები რაოდენობითა და ნაკლები წონით.

პროტოტიპის მშრალი წონა 1000 კგ-ს არ აღემატება. კონცეპტი მოძრაობაში ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარს მოჰყავს: უკანა ბორბლებს 4.0 ლიტრიანი, ბიტურბო V8 ძრავა ამოძრავებს, წინას - ორი ელექტროძრავა. ძალოვანი დანადგარის ჯამური სიმძლავრე 1150 ცხენისძალაა, ბრუნვის მომენტი კი - 1275 ნმ.

თამაში Gran Turismo Sport ხელმისაწვდომი მხოლოდ PlayStation 4-ის კონსოლზე იქნება. Ultimate Vision Gran Turismo-ს გარდა, „მაკლარენის“ ფანატები 650S და 650S GT3-ის სუპერქარებით ირბოლებენ. ვიდეოთამაში გაყიდვაში 18 ოქტომბრიდან გამოვა.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]