weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველაზე ხანდაზმული ბოდიბილდერი გინესის რეკორდსმენი გახდა

16:49 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

კალიფორნიის შტატის ქალაქ ვენისის 84 წლის მკვიდრი ჯიმ არინგტონი გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც - მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ბოდიბილდერი მამაკაცი.

ბავშვობაში მეტსახელ „გაძვალტყავებულით“ (Skinny Bones) ცნობილი ჯიმ არინგტონი 70 წელია რაც ათლეტიზმს მისდევს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. რეკორდსმენ ბოდიბილდერს 62 კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და 16 მათგანი აქვს მოგებული.

ათლეტიზმის მიღმა ჯიმ არინგტონს DIY-პროექტები, მოგზაურობა, კლასიკური მუსიკის მოსმენა და ფორმულა 1-ის რბოლების ცქერა იზიდავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]