weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კეიტ უინსლეტი მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფს განასახიერებს

12:23 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

ბრიტანელი ოსკაროსანი ვარსკვლავი კეიტ უნისლეტი ბიოგრაფიულ დრამაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ცნობილი ამერიკელი მოდელისა და ფოტოგრაფის, ლი მილერის როლს შეასრულებს.

ლი მილერმა კარიერა 1920-იან წლებში ნიუ იორკში დაიწყო, მალევე პარიზში გადასახლდა, სადაც იმუშავა მან რეისთან, პაბლო პიკასოსა და ჟან კოკტოსთან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოპულარულ ჟურნალ Vogue-ის მოდელი ფოტოგრაფად გადაკვალიფიცირდა და ამავე ჟურნალისთვის ომის კორესპონდენტად იქცა. ლი მილერმა ფოტოგრაფის ამპლუაში დახაუსა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებიც მოინახულა და ომის შემდეგ პოსტტრავმატულ სინდრომთან გამკლავებაც მოუწია. ყველა დროის ერთ-ერთი ცნობილი ქალი-ფოტოგრაფი 1977 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლი მილერის შესახებ ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ლი მილერის ვაჟის მიერ დაწერილ და 1985 წელს გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ წიგნზე.

ამ დროისთვის უცნობია რეჟისორის ვინაობა, კეიტ უინსლეტი კი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. ფილმის გადაღებები მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]