weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეფშაუენი - ბერბერთა „ლურჯი ქალაქი“ დედამიწაზე

12:25 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაცული, მაროკოში მდებარე პატარა ლურჯი ქალაქი ბევრჯერ მოხვედრილა ტელე, ფოტო და ინტერნეტ სივრცის ყურადღების ქვეშ. ორი მწვერვალის ფერდობებზე გაშენებულ ქალაქ შეფშაუენის სახელწოდება ბერბერთა ენაზე „რქებს“ ნიშნავს.

როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ქალაქების, შეფშაუენის ვიწრო ქუჩებშიც უამრავ საქმოსან ადამიანს შეხვდებით. მისი შუაგული, სახელად მედინა კი ლეგენდარული ლურჯი კედლებითაა დაფარული, რომელიც მე-19 საუკუნემდე არა-მუსლიმს არ უნახავს.

მიზეზი, თუ რატომაა პატარა მაროკოული ქალაქი ლურჯის უამრავ ელფერში შეღებილი, უცნობია. ზოგი ვერსიით, ის ხმელთაშუა ზღვაზე, ანდა რწმენასა და ზეცაზე მინიშნების გამოა ლურჯი, სხვა ვერსიით კი, ლურჯი ფერი თვალებს ამშვიდებს და სხვა მსგავსი ტიპის ქალაქების თეთრი კედლებისგან განსხვავებით, საამო საცქერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]