weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

Hyundai N2025 Vision Gran Turismo: კონცეპტი წყალბადის შესაძლებლობებით

17:53 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

2015 წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე „ჰიონდეს“ მფლობელობაში მყოფი N სუბბრენდის პრეზენტაცია კონცეპტმა N 2025 Vision Gran Turismo შეალამაზა. კომპიუტერული თამაშებისთვის განკუთვნილი ავტომობილი დიზაინერებმა და ინჟინრებმა ლითონსა და კომპოზიტურ მასალაში გადაწყვიტეს.

მოდელს ელექტრონული სრულამძრავიანი სისტემა (ოთხი ძრავა-ბორბალი) და წყალბადის ძალოვანი დანადგარი აქვს. სისტემის გამწევი ძალა 884 ცხენისძალას შეადგენს. საწვავის ელემენტები ix35 Fuel Cell-ის მსგავსია, მაგრამ - უფრო მძლავრი. ისინი ბორბლებში მოთავსებულ ელექტროძრავებსა და სუპერკონდენსატორების მსგავს შუალედურ შემგროვებელს კვებავენ. საწვავის უჯრედები 500 კვტ-ს (680 ცხენისძალა) გამოიმუშავებენ, კონდენსატორები კი მცირე ხნით ძრავებისკენ დამატებით 150 კვტ-ს უშვებენ.

კონცეპტს მეორე სახელიც აქვს: Muroc. ეს კალიფორნიაში არსებულ მარილიანი ტბა მუროკზე (იგივე როჯერსი) მინიშნებაა. მასთან ახლოს “ედვარდსის“ სახელოვანი სამხედრო ავიაბაზა მდებარეობს. დამშრალი წყალსაცავის ფსკერზე რამდენიმე გრძელი ასაფრენი ზოლია, სადაც სამხედრო ტექნიკის ტესტები და ასტრონავტების წვრთნა მიმდინარეობს. ოდესღაც აქ შატლები ეშვებოდნენ და აქ მდებარეობს არმსტრონგის სახელობის საფრენი-კვლევითი ცენტრიც.

კორეელები ამბობენ, რომ კონცეპტის გარეგნობის შთაგონების წყარო მუროკის ატმოსფერო იყო. ისინი „ბორბლებიანი ავიაგამანადგურებლის“ შექმნას ცდილობდნენ. სამწუხაროა, რომ სერიულ ავტომობილებს მისგან ცოტა რამ შეხვდება, ალბათ მხოლოდ - ლიტერა N. ამით კომპანია „ცხელი“ მოდიფიკაციების აღნიშვნას დაიწყებს. ამგვარი ხაზის პირველი ავტომობილი ჰოთ-ჰეჩი i30 N წელს TCR-ის საერეთაშორისო სარბოლო სერიაში საასპარეზოდ იტალიელმა ავტომრბოლელმა გაბრიელე ტარკვინიმ გამოსცადა და წლევანდელი სეზონის ბოლო რბოლებში შვეიცარიელ ალენ მანიუსთან ერთად იასპარეზებს.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]