weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

უგრძესი ფეხების მქონე რუსი მოდელი გინესის რეკორდსმენი გახდა

12:23 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

რუსეთის ქალაქ პენზაში მცხოვრები ყოფილი კალათბურთელი და პროფესიონალი მოდელი ეკატერინა ლისინა გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა, როგორც ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალი.

29 წლის სპორტის დამსახურებულ ოსტატ ეკატერინა ლისინას ოჯახის სხვა წევრებიც (მამა, დედა, ძმა) მაღლები ჰყავს, მისი ფეხების სიგრძე კი თეძოდან ქუსლამდე 132.8 სმ-ს შეადგენს.

„უპირველეს ყოვლისა, გრძელი ფეხები ჩემი აზრით, ძალიან ლამაზია, ამასთანავე საკმაოდ პრესტიჟულია, რადგან სხვა ადამიანებზე უფრო სწრაფად შემიძლია სიარული“, - აღნიშნავს გინესის რეკორდსმენი.

გინესის რეკორდსმენი მოდელის თქმით, მსოფლიო რეკორდით სურს სხვა მაღალი გოგონებისთვის მისაბაძი იყოს, რათა ისინი საკუთარ საქმიანობას მეტი რწმენით ასრულებდნენ. უჩვეულო სიმაღლის გამო კი ეკატერინა ლისინას უხერხულობას თვითმფრინავითა და ავტომობილით მგზავრობა უქმნის, ასევე ფეხის ზომა (47), რის გამოც ფეხსაცმლის არჩევა უჭირს.

ლისინამ სამოდელო კარიერა ერთი წლის წინ დაიწყო, იქამდე რუსეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2007 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2006 წლის მსოფლიოსა და 2009 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კი ეროვნულ გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]