სინათლის უცნაური ფორმებით გატაცებული ბაროუზის თქმით, ულტრაიისფერით გამოწვეული ხილული ფლუორესცენციით (UVIVF) ალექსანდრ გოლოვაჩოვის ფოტოების ნახვის შემდეგ დაინტერესდა. ფოტოების გადასაღებად ის ყვავილებს სიბნელეში ათავსებს და მხოლოდ 365 ნანომეტრ სინათლეს იყენებს, რათა კამერამ ულტრაიისფერი არ აღიქვას.
ნებისმიერ დროს, როდესაც ყვავილებს მზის შუქი ეცემა, ისინი საპასუხოდ თავიანთ სინათლესაც ასხივებენ, თუმცა ეს განათება ცხადია მზის განათებითაა გადაფარული.
კრეიგ ბაროუზის საუცხოო ფოტოები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველა შეუმჩნევლად ვხედავთ, მაგრამ ვერასოდეს ვაკვირდებით.