„ამერიკელი საკულტო ფიგურა და Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი დღეს გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალი Playboy მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდია. ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს 51 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. მოგვიანებით კი ტირაჟმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა. დღეს Playboy-ს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ენებზე გამოსცემენ.