weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საათების კომპანიამ რეტრობოლიდი 1940-იანი წლების სტილში ააწყო

16:27 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

საათების მწარმოებელმა ფრანგულმა ბრენდმა Bell & Ross ავტომობილის კონცეპტი წარადგინა, რომელიც 1940-50-იან წლებში მარილის ტბაზე რბოლებში მონაწილე Belly Tank-ის სტილშია შესრულებული.

მოდელის შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას მწარმოებელი არ ავრცელებს. ავტომობილი ბილ ბერკის პატივსაცემადაა გამოშვებული - იმ ადამიანის, რომელმაც პირველმა ააწყო მანქანა ავიაგამანადგურებლის საწვავის დაკიდული ავზისგან. მან ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნისას შეაფასა ამ ავზების აეროდინამიკური ფორმა და სწრაფი ბოლიდის შექმნა განიზრახა, დემობილიზაციის შემდეგ კი North American Mustang P-51-ის ავზი იყიდა, Mercury V8 ძრავა დააყენა და 210 კმ/სთ-მდე აჩქარდა.

რეტრობოლიდთან ერთად კომპანია Bell & Ross-მა საათის ძველმოდური ორი მოდელი წარადგინა, რომელიც, აგრეთვე, Belly Tank-ის შთაბეჭდილებით შეიქმნა და ახალი კონცეპტ-ქარის ფერებშია გადაწყვეტილი. ყოველ მოდელს 500 ეგზემპლარის სახით გამოუშვებენ. საათი სახელად BR V1-92 2218 ევრო ღირს, გლუვი ლითონისგან დამზადებულ კორპუსში და გასული საუკუნის 1940-50-იანი წლების სტილშია შესრულებული. ავტომატური ქრონოგრაფი BR V2-94, სვლის 42-საათიანი მარაგით, 3867 ევრო ღირს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]