weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გადაშენებულ გიგანტურ ბაყაყს მომცრო დინოზავრების შეჭმა შეეძლო

10:52 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

პლაჟის ბურთის ზომის გიგანტური  ბაყაყი Beelzebufo ampinga დედამიწაზე 70 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, იმდენად ღონიერი იყო, რომ მცირე ზომის დინოზავრების შეჭმაც კი შეეძლო. „ეშმაკისებრი“ სახელის მქონე უდიდესი ბაყაყი, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე, ირკვევა, რომ თანამედროვე Ceratophrys ბაყაყების მსგავსი ყოფილა. სწორედ ეს მსგავსება დაეხმარა მეცნიერებს საოცარი აღმოჩენების გაკეთებაში.

Ceratophrys ბაყაყებს აქვთ მრგვალი სხეული და თითქმის კომიკური, ფართო პირი. არიან პირქუში ქმნილებები, სხედან წყნარად და იცდიან, რათა დაიჭირონ ნებისმირი რამ, რაც მათ წინ ჩაივლის.  სწორედ ეს ბაყაყი შეისწავლეს მკვლევaრებმა, რათა დაედგინათ Beelzebufo ampinga-ს კბენის სიძლიერე. ძალის გასაზომად მათ სპეცილური ხელსაწყო გამოიყენეს, რომელიც ტყავით დაფარული ორი ფირფიტისგან შედგება. როდესაც მას ბაყაყი კბენს, შესაძლებელი ხდება კბენის ზუსტი სიმძლავრის განსაზღვრა. 

ბაყაყ Ceratophrys-ის თავის სიგანე 4.5 სანტიმეტრია. მისმა კბენის ძალამ 30 ნიუტონი, ანუ დაახლოებით 3 კგ შეადგინა. ეს კი ბაყაყს საშუალებას აძლევს, მას შემდეგ რაც მსხვერპლს წებოვანი ენით დაიჭერს, ნელ-ნელა მოიქციოს მძლავრ ყბებში და გაქცევის საშუალება აღარ მისცეს.

„ბაყაყთა უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებსაც სუსტი ყბები აქვთ და ძირითადად მომცრო არსებებზე ნადირობენ, რქიანი ბაყაყები თავს ესხმიან თავიანთ ზომის ცხოველებს, მაგალითად: სხვა ბაყაყებს, გველებსა თუ მღრღნელებს და რა თქმა უნდა, მსხვერპლის მოტაცებასა და დამორჩილებაში გადამწყვეტ როლს ყბები თამაშობს“, - ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტისა და სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმის მკვლევარი მარკ ჯონსი.

როდესაც ამ მეთოდით მკვლევართა ჯგუფმა 15.4 სმ სიგანის პირის მქონე ბაყაყ Beelzebufo ampinga-ს კბენის ძალა განსაზღვრა, მაჩვენებელი 2200 ნიუტონზე მეტი, ანუ 224 კგ აღმოჩნდა.

„ამ ძალით, ბაყაყ Beelzebufo-ს უნდა შესძლებოდა მის გარემოში შეჭრილი პატარა ზომის ან ახალგაზრდა დინოზავრების დაჭერა და შეჭმაც“, - დასძენს მარკ ჯონსი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]