ატლანტის ხელოვნების მუზეუმმა ორი წლის წინ 17 ყველაზე უცნაური მანქანის გამოფენას უმასპინძლა. იქ ნახავდით ყველა მოდელს 1934 წლის „ბუგატიდან“ „პორშეს“ 918 Hybrid Supercar-ამდე.
გთავაზობთ 8 უცნაურ ავტომობილს, რომელთა შექმნისას დიზაინერებმა ესთეტიკის, გეომეტრიისა და ბალანსის თავისებური ცნება შემოიღეს.
Oeuf électrique - 1942 წლის მანქანა, რომელსაც ფრანგულად „ელექტრული კვერცხი“ ეწოდება, მხოლოდ 770 გირვანქას იწონიდა. სამბორბლიან მანქანას სავსე ავზით მხოლოდ 63 მილის გავლა შეეძლო.
Norman Timbs Special - სპორტული ავტომანქანების დიზაინერის შედევრი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს და ის 1947 წელს დაამზადეს.
General Motors Firebird - „ფრთოსანი მანქანა“ 1953 წელს General Motors-მა შექმნა და მას 200 კმ/სთ განვითარება შეეძლო.
Stout Scarab - 1963 წელს შემნილი მინი-ვენით სარგებლობისას მგზავრები თავს კომფორტულად გრძნობდნენ და დამატებითი სივრცის აღქმა მათ ვოიაჟს აადვილებდა.
Chrysler (Ghia) - 1955 წლის Chrysler (Ghia) აირ-ტურბინული ძრავით იმართება.
Ferrari (Pininfarina) 512 S Modulo - 1970 წლის Ferrari (Pininfarina) 512 S Modulo-ს წინა ბორბლები მთლიანად დაფარულია.
Lancia (Bertone) Stratos HF Zero - ლეგენდარული Lancia Stratos-ს წინამორბედი, 1970 წლის Lancia (Bertone) Stratos HF Zero იმდენად პატარაა, რომ მძღოლი მანქანაში საქარე მინის მეშვეობით თავსდებოდა.
BMW GINA Light Visonary - 2001 წლის დიდებული BMW GINA Light Visonary.