გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულ სარკინიგზო მარშრუტს, რომელთა სიაც ვებგვერდმა One Two Trip! გამოაქვეყნა.
ჩენაი-რამესვარამი, ინდოეთი - ქალაქ ჩენაიდან კუნძულ რამესვარამდე მიმავალი მატარებლის ხაზი ინდოეთის ოკეანეში 1914 წელს გადებულ პამბანის ხიდზე გადის. ერთ-ერთ უძველეს ხიდს რეკონსტრუქცია არასოდეს ჩატარებია.
ასიო მინამი, იაპონია - ძველი მატარებელი, რომლის ფანჯრებსაც შუშები არ გააჩნია, რათა ტურისტებმა თავისუფლად გადაიღონ ფოტოები, ასიოს მთებში მოძრაობს - ყველაზე დიდ მოქმედ ვულკანზე იაპონიაში.
„ტრენ ა ლას ნუბესი“, არგენტინა - სპირალური და ზიგზაგური გრძელი ხაზი, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც - „მატარებელი ღრუბლებში“, 4 კმ სიმაღლეზეა და ჩილესა და არგენტინას აკავშირებს ანდების მთების გავლით. მას 21 გვირაბი, 29 ხიდი და 13 ვიადუკი გააჩნია.
უაიტის უღელტეხილი-იუკონი, ალასკა - კანადაში მიმავალი, „ოქროს ციებ-ცხელების“ პერიოდში აშენებული რკინიგზა, 1982 წელს მეშახტეობის ინდუსტრიის კოლაფსის გამო დახურეს, 1988 წელს კი ტურისტული ინტერესის გამო აღადგინეს და ძველი სტილი შეუნარჩუნეს.
ჯორჯტაუნი, კოლორადო - შვიდკილომეტრიანი ხაზი 1877 წელს ვერცხლის საბადოებთან მისასვლელად ააშენეს. 1984 წლიდან იქ მხოლოდ საზაფხულო ტურისტული მოგზაურობები ეწყობა.
ლინტონი-ლინმუთი, გაერთიანებული სამეფო - 1890 წელს გახსნილი ხაზი ქვეყნის სამხრეთის ორ პატარა ქალაქს აკავშირებს. კლდიდან დასაშვები გზა ექსმურის ეროვნულ პარკზე გადის.
არგო გედე, ინდონეზია - დედაქალაქ ჯაკარტადან ბანდუნგში მიმავალი ხაზი მთიან სერპანტინსა და ცნობილ ხიდ სიკურუტაგზე გადის.
„კუმბრეს & ტოლტეკ სენიკი“, ნიუ მექსიკო - 1880 წელს აშენებული ხაზი ნიუ მექსიკოსა და კოლორადოს შტატებს აკავშირებს, ცნობილ „კლდოვან მთებს“ გაივლის და 3 კმ სიმაღლეზე ადის. დანახული ლანდშაფტი კი შთაბეჭდილებების მიღებასთან ერთად მამაც მოგზაურებსაც აშინებთ.
კურანდა, ავსტრალია - 1891 წელს აშენებული გზა ტროპიკულ ტყესა და მთიან ნაწილს, 15 გვირაბს, 40 სახიფათო ხიდსა და ახლოს არსებულ ჩანჩქერს გადის.
„ნარის დელ დიაბოლო“, ეკვადორი - ეშმაკის ცხვირი - ასე ეწოდება ესპანურად ეკვადორის ანდებში არსებულ 12 კმ სიგრძის გზას, რომელიც 1902 წელს აშენდა და საინჟინრო შედევრად ითვლებოდა. ის თითქმის ვერტიკალურ მთაზე ადის, მისი მატარებელი კი გამუდმებით იმეორებს მკვეთრ