მენდენჰოლის ყინულის ქვაბულები, ალასკა, აშშ: წარმოიდგინეთ რომ დგახართ მასიური ყინულისგან შემდგარი გუმბათის ქვეშ და ლურჯი საოცარი ნათება გადგათ თავზე - სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაზე, ქალაქ ჟუნოს მახლობლად, 12 მილის მანძილზე გაშლილი მყინვარის მონახულება სულ რა
შოკოლადის ბორცვები, კუნძული ბოჰოლი, ფილიპინები: 50 კვ კილომეტრზე გაფანტული ათას-რვაასამდე უცნაური გეოლოგიური ფორმის გორაკი სუპერ მარიოს სამყაროს მოგაგონებთ. ხასხასა ბალახით დაფარული გორები მშრალ სეზონზე კაკაოსფერი ხდება და სახელიც აქედან მიიღო.
ჰელმქენის ჩანჩქერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა: უელს გრეის პარკი თვალწარმტაცია საკუთარი ფიჭვნარითა და ჩანჩქერებით, მათ შორის 141 მ სიმაღლის ჰელმქენი ქვეყანაში სიდიდით მეოთხეა.
ტარას კანიონი, ჟაბლიაკი, ჩერნოგორია: 1300 მ სიღრმის მქონე ტარა ევროპის უღრმესი კანიონია, 82 კმ სიგრძისაა და დურმიტორის ეროვნულ პარკს ამშვენებს. კანიონის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალება ნავია. მდინარე ტარაზე რაფტინგის ოცამდე წერტილია.
ზღვის გამოქვაბული, ბენაგილის სანაპირო, პორტუგალია: ალგარვეში, მეთევზეთა სოფელ ბენაგილში მდებარე უჩვეულო ფორმის კლდე უამრავ სხვადასხვა სახის ქვის მოზაიკას ქმნის. მრავალ კლდოვან ბორცვს შორის ყველაზე გამორჩეული გამოქვაბული სოფლიდან 150 მეტრითაა დაშორებული და
კანიო კრისტალესი, სერანია დე ლა მაკარენა, კოლუმბია: ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, თუ რატომ მიიღო ადგილმა სახელი „კანიო კრისტალესი“ ანუ თხევადი ცისარტყელა: შემოდგომის პირზე მდინარის კალაპოტი მასში არსებული მცენარეების გამო ფერს იცვლის და ბუნებ
ვაიტომოს ციცინათელების გამოქვაბული, ჩრდილოეთ კუნძული, ახალი ზელანდია: ფლუორესცენციული მწერებით დასახლებული მაგიური გამოქვაბულები 1887 წელს მაორების ბელადმა ტანე ტინორაუმ და ბრიტანელმა გეოდეზისტმა ფრედ მეისმა აღმოაჩინეს. ორი წლის შემდეგ ადგილი ბელადის მეუღ
მედუზების ტბა, ეილ მალკი, პალაუ: საბედნიეროდ ტბაში არსებული ორი სახეობის მედუზა ადამიანთა სიცოცხლისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. პალაუს დედაქალაქ კორორიდან 45 წუთის სავალზე მყოფ ტბაში მილიონობით მედუზის ხილვა ჯადოსნურ სანახაობად იქცევა ყველა დაივერისთვის.
იკ-კილის სენოტი, იუკატანი, მექსიკა: სენოტი, იგივე წნოტი მაიას ენაზე „ჭას“ ნიშნავს და დაახლოებით გამოითქმის როგორც, წონოტ, ცონოტ ანდა ძონოტ. უამრავ ბუნებრივ ჭას შორის იკ-კილი აუზით, დაშვებული ბაგირებითა და ქვაბულით ნამდვილ ატრაქციონს გავს.
სალტსტრაუმენი, ნორდლენდი, ნორვეგია: ქალაქ ბუდიოს მახლობლად არსებული სალტსტრაუმენი ზღვის დაავადებულთათვის არასასურველი ვიზიტის ადგილია. გარდა ამისა იქ ნავით მისვლაც სახიფათოა, სხვადასხვა დინებები 10 მეტრის რადიუსის ძლიერ და სახიფათო მორევებს წარმოქმნის.